ვიდალი იტალიურ გრანდებს დაუკავშირეს

24-07-2018, 22:25

იტალიური სპორტული გამოცემა "Corriere dello Sera"-ს ინფორმაციით, ჩილეს ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი კარიერას ერთ-ერთ მილანურ კლუბში განაგრძობს.

31 წლის ჩილელ ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნული ნაკრების ღირსება 100 მატჩში დაუცავს, ბავარიურ კლუბში 2015 წლიდან გადაბარგდა. მანამდე მან 4 წარმატებული სეზონი ჩაატარა სერია ა-ში "იუვენტუსის" შემადგენლობაში.

გამოცემა იუწყება, რომ არტურომ, რომელსაც "ბაიერნთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, გამოთქვა მზადყოფნა იტალიაში დაბრუნდეს, მისით კი ინტერესი "მილანმა" და "ინტერმა" გამოთქვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით