მესი: "არ დაგიმალავთ, "ინტერში" ჩემი ტრანსფერი მხოლოდ ჭორია"

24-07-2018, 23:32

კატალონიის "ბარსელონას" უდავო ლიდერი არგენტინელი ლიონელ მესი წამყვანმა ევროპულმა გამოცემებმა მილანის "ინტერს" დაუკავშირეს. როგორც ცნობილია, იტალიური გუნდი მზადაა მესის სანაცვლოდ 600 მილიონზე მეტი გადაიხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა და ესპანურ მედიას განუცხადა, რომ "ინტერში" მისი ტრანსფერი უბრალო ჭორია.

"მედია ხშირად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. არ დაგიმალავთ, ეს ყველაფერი ჭორია. ჩემი მომავალი მთლიანად "ბარსელონას" უკავშირდება და ახლა მხოლოდ მომდევნო სეზონზე ვარ კონცენტრირებული", - განაცხადა არგენტინელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით