შურლე ინგლისში დაბრუნდა

26-07-2018, 10:31

"Sky Sport"-ის ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი, ანდრე შურლე პრემიერლიგაში ბრუნდება. როგორც ირკვევა, გერმანელი ინგლისის ნომერ პირველ ჩემპიონატში აღზევებული "ფულჰემის" რიგებში ჩაირიცხება. 

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ანდრეს სამედიცინო შემოწმება დარჩა, რათა ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდეს. დავძენთ, რომ შურლე "ყვითლებთან" ერთად, ამერიკაში იმყოფება, მაგრამ უახლოეს დღეებში, ფავრის ბანაკს დატოვებს. 

27 წლის შემტევი 2013-2015 წლებში "ჩელსის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც, "ვოლფსბურგში" გადავიდა, ბოლოს კი,  "დორტმუნდში" ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით