სოსო ფრუიძე: "ბეითარზე" ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს"

26-07-2018, 09:10

უეფას ევროპა ლიგის მატჩის წინ, "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, მოახლოებული მატჩის შესახებ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"განვიხილეთ  "მარიბორის" რამდენიმე თამაში და გეტყვით, "ბეითარზე" ბევრად ძლიერი მეტოქეა და გაცილებით შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს. წინასწარ არ მინდა ვთქვა, ხვალ უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გამოჩნდება, რა ტაქტიკასაც ავირჩევთ.  რა თქმა უნდა, "მარიბორი" ფავორიტია, მაგრამ მთავარია, თავად ჩვენ როგორ მოვახერხებთ თამაშს და  როგორი ბრძოლისუნარიანები ვიქნებით. ნამდვილად შეიძლება ამ გუნდთან თამაში. "მარიბორს" ფლანგებზე ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ძალიან სახოფათონი არიან შეტევისას. მოწინააღმდეგე  კარგად იყენებს სიღრმეებს. ამრიგად, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს", - განაცხადა ფრუიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საჩხერლებმა პირველი ეტაპი ორი მატჩის ჯამში 1:2 დაძლიეს. სახლში ნათამაშები 0:0 შემდეგ, იმერლებმა სტუმრად ფურორი მოახდინეს. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით