"ბარსელონამ" პარეხოს ტრანსფერი დაგეგმა

26-07-2018, 20:53

გავლენიანი "Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე "ვალენსიას" ნახევარმცვლის, დანი პარეხოს შეძენას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები მზად არიან 29 წლის გამოცდილ მოთამაშეშიი 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და სეზონის დაწყებამდე გაიფორმონ.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი "ვალენსიაში" 2011 წელს "ხეტაფედან" გადავიდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით