"ჩიხურამ" ბრძოლაში ფრე მოიპოვა

26-07-2018, 22:38

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საჩხერის "ჩიხურამ" სლოვენიის "მარიბორს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს, 0:0-ს დასჯერდა.

სოსო ფრუიძის ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და შეტევების ორგანიზებას ცდილობდნენ, ზლატკო მირანიჩის ფეხბურთელები კი, ძირითადად, მეტოქის შეცდომებსა და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას.

აღსანიშნავია, რომ გუნდებმა მომენტები გაცვალეს, თუმცა ტაბლოზე ანგარიში უცვლელი დარჩა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით