პიანიჩი:"იუვენტუსში" ვრჩები"

27-07-2018, 18:00

ტურინის "იუვენტუსისა" და ბოსნიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ბარსელონასგან" შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ რომც მქონოდა არ წავიდოდი, რადგანაც მე აქ, "იუვენტისში" ბედნიერი ვარ".

"ამ გუნდს შევეჩვიე და არსად წასვლას არ ვაპირებ. მთავარია ჭორები სერიოზულად არ აღვიქვათ და რეალური სახე არ უნდა მივცეთ", - განაცხადა პიანიჩმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პიანიჩი "იუვეში" 2016 წელს დედაქალაქური "რომადან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით