"ბარსამ" მეგა ტრანსფერი შეათანხმა

27-07-2018, 19:29

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" მესვეურებს "სევილიას" ფრანგი ნახევარმცველის, სტივენ ნზონზის შეძენა სურთ.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აგენტები "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდა ფეხბურთელის, ადრიენ რაბიოს გადაბირებას ვერ შეძლებენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა "სევილიას" ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ცნობისთვის, სტივენი ლა ლიგაში 2015 წელს "სტოკიდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით