ვრსალკოს "ინტერში" სურს თამაში

29-07-2018, 21:11

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ხორვატ ცენტრალურ მცველ სიმე ვრსალკოს კარიერის გაგრძელება მილანის "ინტერში" სურს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის დამატება თავად "ნერაძურისაც" უნდა. იტალიელებმა უკვე გააკეთეს 25 მილიონიანი შეთავაზება ვრსალკოს სანაცვლოდ.

როგორც ცნობილია, მოთამაშის გაშვება "როხიბლანკოს" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ უნდა და ის მაქსიმალურად ეცდება მადრიდში დარჩენაში დაარწმუნოს ხორვატი.

ვრსალკოს გაშვების შემთხვევაში კი "ატლეტიკოს" უკვე ჰყავს ერთი ფეხბურთელი მიზანში. ეს კი "პსვ ეინდჰოვენის" ცენტრალური მცველი, სანტიაგო არიასია, რომელთან მოლაპარაკებებიც უკვე დაწყებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით