ვრსალკო "ინტერში" ჩაირიცხა

31-07-2018, 15:35

მილანის "ინტერმა" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი, შიმე ვრსალკო დაიმატა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის მცველი "ნერაძურის" რიგებში იჯარის წესით ჩაირიცხა. 

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკომ" შიმეს სანაცვლოდ, 6 მილიონი ევრო მიიღო. მილანელებს ვრსალკოს გამოსყიდვის შემთხვევაში, 17 მილიონის დამატება მოუწევთ. 

შეგახსენებთ, შიმე ვრსალკოს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2013-2014 წლებში "ჯენოას", ხოლო 2014-2016 წლებში "სასუოლოს" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით