ჰიოვედესი და კვირკველია ერთ გუნდში ითამაშებენ

31-07-2018, 15:38

"Bild"-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი", უახლოეს დღეებში, ბენედიქტ ჰიოვედესს გაიფორმებს. გაირკვა, რომ "რკინიგზელები" "შალკესთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ. 

გეტყვით, რომ 30 წლის გერმანელს მოსკოვში სამშაბათს ელიან, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს. კონტრაქტის დეტალებზე და სატრანსფერო ღირებულებაზე ამ დრომდე არც ერთ მხარეს უსაუბრია. 

შეგახსენებთ, "ლოკომოტივში" ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია ირიცხება, რომელიც გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის მფლობელი გახდა. ადგილობრივმა ქომაგებმა "ჯვაროსნების" ხუთიანი 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივი" პოლონელ კრიხოვიაკსაც აკვირდება, რომელიც "პსჟ"-ს საკუთრებაა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით