კავანიმ გადაწყვეტილება მიიღო

31-07-2018, 15:43

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ედისონ კავანი კლუბს არ დატოვებს. 

"ვესაუბრე კავანის და წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. დარწმუნებული ვარ, ედისონი მომავალ სეზონზე ჩვენთან ერთად იქნება", –  განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. 

შეგახსენებთ, იტალიური მედია აქტიურად წერდა ურუგვაელი შემტევის "ნაპოლიში" დაბრუნების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, "პარკ დე ფრანსის" ბინადრების რიგებში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კავანის ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით