ლუკა მოდრიჩის მომავალი გუნდი ცნობილია

1-08-2018, 10:53

უცხოური წყაროების ინფორმაციით, მილანის "ინტერს" მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის შეძენა სურს.

წყაროს ცნობით, "ნერაძურის" მესვეურები ლუკას გენიალური შესაძლებლობებით გაოცებულნი არიან და მზად არიან მასში "ბლანკოსის" მიერ დასახელებული ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. 

სავარაუდოდ იტალიელთა ეს სურვილი "იუვეს" ტრანსფერის გამოძახილია. "შავ-ლურჯებსაც" უნდათ ლა ლიგაში გამოწრთობილი ლიდერი თავის გუნდში და ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ წარმოშობით ხორვატი "სამეფო კლუბში" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით