"ატლეტიკომ" ვსალკო არენდით იტალიაში გაუშვა

1-08-2018, 11:13

რამდენიმე საათის წინ, ლა ლიგაში მოასპარეზე მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა "ინტერის" ფანებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაასაჯაროვა.

როგორც ცნობილი გახდა, მილანური გრანდის მესვეურებმა "როხიბლანკოს" ხორვატი ფეხბურთელი, სიმე ვსალკო ერთწლიანი არენდით შეიძინეს.

"ჩვენმა კლუბმა "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია. ვსალკოს იტალიაში გადაბარგებამდე რამდენიმე ფორმალური საკითხი დარჩა მოსაგვარებელი".

"წითელ-თეთრებში" გატარებული ორი სეზონის შემდეგ მისი ტალანტის დაფასება გადავწყვიტეთ და იგი "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებთან გავუშვით. ვსალკო გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას იმ ახალ თავგადასავალში რასაც "ინტერი" ჰქვია", - წერს მადრიდელთა ვებ-გვერდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით