ვიდალი პრაქტიულად "ინტერის" ფეხბურთელია

1-08-2018, 13:55

მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ "ბაიერნთან" არტურო ვიდალის ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

ჩილელი ფეხბურთელი სერია ა-ში  ერთ წლიანი იჯარის წესით დაბრუნდება 4,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო თუ მილანელები მის გამოსყიდვას გადაწყვეტენ, დამატებით 22 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

თავდაპირველად ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემები იქმნებოდა, რადგან "რეკორდმაისტერები" ნახევარმცველში მინიმუმ 30 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა ვითარება იტალიელებისთვის ოპტიმალურად განვითარდა და საბოლოოდ 27 მილიონზე შეთანხმდენენ.

არტუროს მილანში უკვე ამ კვირაშივე ელოდებიან. იგი იტალიის სერია ა-ში 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, იტალიის ჩემპიონების რიგებში გამოდიოდა, თუმცა შემდეგ ბუნდესლიგის ჩემპიონისკენ უბიძგა გულმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით