ნიკოლა ბერტი:"ინტერი" ვიდალთან ერთად "იუვეს" დონის იქნება

1-08-2018, 16:33

"ინტერის" ლეგენდა ნიკოლა ბერტი თავისი ყოფილი კლუბის შესაძო შენაძენზე საუბრობს. იტალიელებმა შესაძლოა უახლოეს საათებში არტურო ვიდალი  ოფიციალურად გაიფორმონ.

"ვიდდალთან ერთად "ინტერი" სუპერ გუნდი გახდება. მე მომწონს არტუტო, როგორც ფეხბურთელი. იგი მოედანზე მებრძოლს ჰგავს, რომელიც სულ დარბის, ერთვება შეტევებში და  საჰაერო ორთაბრძოლების მოსაგებად ბოლომდე იხარჯება".

"ჩილელი კლუბს ბევრ ენერგიას შემაებს. მისი ლიდერული უნარები და გამოცდილება კლუბს ნამდვილად გამოადგება. "ინტერი" მასან ერთად "იუვეს" ტოლფასი იქნება. დიახ, ამ ტრანსფერით სკუდეტოსთვის ბრძოლაში დავბრუნდებით და ჩემპიონთა ლიგაზეც ვიტყვით ჩვენს სათქმელს"

"ერთადერთი რისი თქმაც ახლა ვიდალისთვის შემიძლია არის ის, რომ იმედია გადმოვა და ტიფოზებს გაახარებს, მატ ხომ განსაკუთრებული სიყვარული იციან", - განაცხადა ბერტიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით