რამირესს ევროპაში დაბრუნება მოუნდა

1-08-2018, 16:54

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველი ლეონარდო რამირესი ევროპაში დაბრუნებას აპირებს. მას მსურველები უკვე ჰყავს. პირველ რიგში გააქტიურებულია "მილანი", რომელიც ფეხბურთელს მშვენიერ კონტრაქტსაც სთავაზობს.

31 წლის ნახევარმცველი "ლურჯების" რიგებში 6 წელი ირიცხებოდა, რის შემდეგაც 25 მილიონ ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ ჩინეთში გადავიდა და "ცზიანსუ სუნინის" რიგებში ასპარეზობს. ბრაზილიელს ნაკრებში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 2 მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღ მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" გენერალურმა დირექტორმა რამირესთან ზარიც განახორციელა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით