აზარი "რომაში" მიდის

2-08-2018, 13:16

"Bild"-ის ინფორმაციით, "რომა" და "სევილია" საფეხბურთო კლუბ "გლადბახის" ფეხბურთელის, ტორგან აზარის შეძენას შეეცდებიან. წყაროს ცნობით, გერმანული გუნდის ხელმძღვანელები, ბელგიელის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს ითხოვენ. 

საგულისხმოა, რომ ესპანურ-იტალიურ დუელში გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება, რადგან 25 წლის ნახევარმცველი ბუნდესლიგაში დარჩენას არ აპირებს. 

შეგახსენებთ, ტორგანი 2012-2015 წლებში "ჩელსის" რიგებში ირიცხებოდა. "არისტოკრატებმა" 2014 წელს გლადბახში გაანათხოვრეს და საბოლოოდ, ბორუსიელებმა გამოისყიდეს. დავძენთ, რომ 2015 წლიდან აზარმა 85 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით