ოფიციალურად: ვიდალი "ბარსელონაში" გადავა

3-08-2018, 19:48

უკვე ოფიციალრად დადასტურდა, რომ "ბაიერნის" უკვე თითქმის ყოფილი ფეხბურთელი "წითელი ბროწეულების" ფორმას მოირგებს.

მხარეებმა მოლაპრაკება ზუსტად ერთ დღეში დაიწყეს და დახურეს. თან ისე, რომ "რეკორდმაისტერები" მხოლოდ 17 მილიონს მიიღებენ. წესით ჩილელის ღირებულება 30 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფასმა დაიწია.

როგორც იცით, არტუტო "ინტერში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ჟურალისტები ამის გამო ორ მიზეზს ასახელებენ. ერთი შესაძლოა ის იყოს, რომ მილანელები ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე არიან აქტიურად გადართულოები და ვიდალი აღარ აინტერესებთ, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად, ჩილელი ფეხბურთელი კატალონიურმა კლუბმა ხელფასის გამო მიიზიდა, რადგან იტალიაში მას 4.5 მილიონს სთავაზობდნენ, ხოლო ესპანელები 8 მილიონს დაუნიშნავენ წლიურ ანაზღაურებად.

არტუროს ახალი კლუბი უახლოეს დღეებში წარადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით