"სამპდორიამ" "იუვენტუსს" მიბაძა

4-08-2018, 11:31

"იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუს მისვლის შემდეგ, იტალიურმა კლუბებმა გაძლიერება დაიწყეს. წლების განმავლობაში "ბიანკონერის" ძლიერი მეტოქე სერია ა-ში არ ჰყოლია, თუმცა 2018-2019 წლების სეზონში, დიდი ალბათობით, ყველაფერი შეიცვლება. 

"ინტერი" ერთ-ერთი გუნდია, რომელიც "ბებერი ქალბატონის" ჰეგემონიის დასრულებას შეეცდება, რადგან "ნერაძურის" წარმომადგენლებმა ძალიან ბევრი ფული დახარჯეს.

ახალი სეზონის დაწყებამდე ადგილობრივი მედია "მილანის" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას დადებითად აფასებს. "როსონერიმ" გონსალო იგუაინი და სხვა ფეხბურთელები დაიმატა, რომლებსაც მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლიათ. 

საგულისხმოა, რომ 33 წლის პორტუგალიელის ტურინში გადაბარგების შემდეგ,  სოციალურ ქსელში რონალდუს ახალი ფოტოებიც გავრცელდა, რომელსაც შემდეგში "სამპდორიამ" მიბაძა.

კარგი ფეხბურთელი ძვირად ფასობს, ხოლო "სამპდორია" იმ კატეგორიის კლუბია, რომელიც ცოტას ხარჯავს, თუმცა იტალიის ჩემპიონატში ევროპა ლიგის ზონასთან ყოველთვის ახლოს არის. ამჯერად, გუნდმა რონალდო ვიეირა დაიმატა და გულშემატკივრების გული სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოთი მოიგო.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით