"ინტერი" მეცას იმატებს

5-08-2018, 10:31

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, მილანის "ინტერი" მორიგი ტრანსფერისთვის ეზმადება. წყაროს ცნობით, "ნერაძური" არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, მაქსი მეცას დამატებას გეგმავს. 

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის აგენტის თქმით, იტალიურ გრანდთან მოლაპარაკება დაწყებულია და შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
 
"ინტერთან" შეხვედრა ნამდვილად გაიმართა და ორივე მხარე კმაყოფილები ვართ. ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კლუბის ხელმძღვანელები, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ხავიერ ძანეტისთან არ მილაპარაკია, თუმცა ვიცი, რომ მაქსის კარგად იცნობს", – განაცხადა მეცას აგენტმა. 

შეგახსენებთ, 26 წლის ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომელიც რუსეთში ჩატარდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით