• 18-08-2023
    ჯუღელს ძაკარდოსთან შეხვედრა ჰქონდა! - რა ხდება კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე
    ჯუღელს ძაკარდოსთან შეხვედრა ჰქონდა! - რა ხდება კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მოეწონა და მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, II Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა და კრისტიან ძაკარდომ ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

    როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

    როგორც ირკვევა, ახალი ხელშეკრულების თანახმად კვარას ხელფასი 3.5 მილიონ ევროდ გაიზრდება.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები