ახალი სეზონის წინ "ბარსა" დიდი პრობლემის წინ დადგა

8-08-2018, 23:35

12 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასი გაიმართება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კი კატალონიის "ბარსელონას" გარკვეული პრობლემები შეექმნა.

კერძოდ, ესპანეთის ფედერაციის წესებით გუნდს ერთ მატჩში შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ 3 არაევროკავშირის მოქალაქის განაცხადში შეყვანა, კატალონიელებს კი ასეთი ოთხი ფეხბურთელი ჰყავთ.

არტური, მალკომი, ვიდალი და კოუტინიო. სწორედ ამ ოთხი ფეხბურთელიდან მოუწევს ერნესტო ვალვერდეს იმ სამი მოთამაშის არჩევა, რომლებსაც სუპერთასის სამატჩო განაცხადში შეიყვანთ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გასამართი სუპერთასი თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით