კურტუამ "ჩელსის" მადლობა გადაუხადა

9-08-2018, 16:47

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, ტიბო კურტუამ თავის ყოფილ გუნდს მადლობა გადაუხადა.

"მთელი გულით მსურს, რომ უდიდესი მადლობა გადავუხადო ლონდონის "ჩელსის". აქ ოთხი ბრწყინვალე წელიწადი გავატარე."

"პრემიერლიგაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი გუნდის ნაწილი ვიყავი."

"ასევე მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, გუნდში მომუშავე პერსონალსა და სამწვრთნელო შტაბს. მათ გარეშე ვერ შევძლებდით მსგავსი შედეგების მიღწევას."

"რაც შეეხება ქომაგებს. ისინი გუნდის განუყოფელი ნაწილი არიან. "ჩელსი" და მისი გულშემატკივრები მუდამ ჩემს გულში იქნებიან." - ასე დაემშვიდობა ტიბო ყოფილ გუნდს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით