ოფიციალურად: "ატლეტიკომ" კალინიჩი გაიფორმა

9-08-2018, 21:04

მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "მილანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი ახალი სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატში გაირსჯება.

გერმანულ ვებგვერდ "ტრანსფერმარკეტის" თანახმად, მადრიდელებმა 30 წლის ხორვატის სანაცვლოდ 14,5 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

კალინიჩი "როსონერიმდე" "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა და გასული სეზონი ლომბარდიულ გრანდში იჯარის წესით თამაშობდა, თუმცა "მილანს" მისი გამოსყიდვს ვალდებულება ჰქონდა და ამის გამო რამდენიმე კვირის წინ ფლორენციელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

გამოცდილი ცენტრ-ფორვარდის გასხვისების მიზანი "შავ-წითლებში" თავის ვერწარმოჩინება გახლდათ. მან "როსონერის" მაისური სულ 41-ჯერ მოირგო და მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით