"ტორპედომ" დამაჯერებლად იმარჯვა

9-08-2018, 22:53

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" ალბანურ "კუკეშს" უმასპინძლა.

ქართულმა კლუბმა დამაჯერებელი ანგარიშით, 5:2 იმარჯვა და ფაქტობრივად გაინაღდა ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაში. ქუთათურებმა პირველ ტაიმში ანგარიშით 4:1 იმარჯვეს, მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საბოლოო ჯამში "ტორპედო" ალბანეთში კარგი ჰანდიკაპით გაემგზავრება.

რაც შეეხება ქუთაისელთა სავარაუდო მეტოქეს. "ლუდოგორეცსა" და "ზრინსკის" შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს და ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება. ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად "ტორპედო" სწორედ ზემოხსენებული გუნდებიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება.



  • Joe Hart
  • 9 აგვისტო 2018 23:34
ტორპედო გავა ჯგუფში უეჭველი მოხვდება . წარმატებები.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით