ოფიციალურად: "ევერტონმა" "ბარსელონადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

9-08-2018, 22:58

ლივერპულის "ევერტონის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი დაიმატა.

კერძოდ, საქმე ეხებათ კოლუმბიელ ცენტრალურ მცველ იერაი მინასა და პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომეშს. პირველი მათგანი მერსისაიდელებმა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

რაც შეეხება 25 წლის პორტუგალიელს, იგი "ევერტონმა" ერთწლიანი იჯარით დაიმატა. ინგლისელებს იჯარის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად უკვე დაიხურა და გუნდებს ახალი მოთამაშეების დამატების უფლება არ აქვთ.



  • rename
  • 10 აგვისტო 2018 09:38
იერაი მინაა და ანდრე გომეში ვარსკვლავები ყოფილან. რონალდუ, მოდრიჩი.მესი,ნეიმარი და ინიესტა ესენი ვინარიან?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით