ვარდიმ "ლესტერთან" გაახანგრძლივა

10-08-2018, 11:31

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეიმი ვარდიმ "ლესტერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია, "მელიების" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. ჯერჯერობით კონტრაქტის სხვა დეტალები მედიისთვის უცნობია. 

როგორც "Sky Sport"-ი ირწმუნება, თავდამსხმელი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. შეგახსენებთ, ვარდი "ლესტერის" ბანაკში 2012 წელს ჩაირიცხა. 

დავძენთ, რომ ჯეიმი ვარდი "ლესტერის" რიგებში პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. "Transfermarket"-ის ცნობით, მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით