"რეალმა" ალკანტარასთან შეათანხმა

10-08-2018, 16:21

როგორც ჩანს, მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

ესპანური რადიოს, Onda Cero-ს ინფორმაციით, მადრიდელებმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, უახლოეს დროში კი "თეთრები" კლუბთან დაიწყებენ მოლაპარაკებას.

წყაროს ცნობით, ტიაგოს სატრანსფერო ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება. ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარას დამატება ხუან ლოპეტეგის პირადი მოთხოვნა გახლავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით