მოდრიჩი არ მიდის! პერესმა ტრანსფერი დაბლოკა

10-08-2018, 16:24

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებმა ლუკა მოდრიჩის "ინტერში" შესაძლო ტრანსფერი უარყვეს. "სამეფო კლუბის" ინფორმაციით, "ნერაძური" დაინტერესებული იყო ხორვატი ნახევარმცველით, თუმცა, 31 წლის ლუკამ ესპანურ გრანდში დარჩენა გადაწყვიტა. 

შეგახსენებთ, ფლორენტინო პერესმა, მედიასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ სერია ა-ს ბინადრებს, მოდრიჩს 750 მილიონის გადახდის შემთხვევაში დაუთმობდა. "Football-Italia" ირწმუნებოდა, რომ მადრიდელთა ათიანი, საბოლოოდ, 60 მილიონის სანაცვლოდ, იტალიელების ბანაკში გადაბარგდებოდა. 

ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის შემდეგ, პერესი და ხულენ ლოპეტეგი მოდრიჩის გაშვებას არ დაუშვებენ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ცოტა დრო რჩება. "თეთრებმა" კი, მედია მხოლოდ ტიბო კურტუას შეძენით აალაპარაკეს.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით