"ბარსა" დე იონგის ტრანსფერს დაუბრუნდა

10-08-2018, 16:28

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ფრენკ დე იონგის დამატებას ხელახლა ეცდება.

როგორც ცნობილია, ერნესტო ვალვერდე 21 წლის ფეხბურთელს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მიიჩნევს და ის სამომავლო გეგმებისთვის სჭირდება.

ამსტერდამელთა სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმანსმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კლუბი დე იონგის გაშვებას არ აპირებდა. თუმცა მას შემდგომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა და შესაბამისად ვარაუდობენ, რომ დე იონგს კლუბში დარჩება აღარ მოუნდება. ეს კი "ბარსასთვის" დამატებითი შანსია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით