ბატშუაიმ "ვალენსიას" მიაშურა

10-08-2018, 20:33

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიჩი ბატშუაიმ ესპანეთში იჯარით გადაბარგება გადაწყვიტა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა გასული  სეზონი  დორტმუნდის "ბორუსიაში" გაატარა, სადაც 10 მატჩში 7-ჯერ აიღ მეტოქის კარი, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და სეზონის უმეტესი ნაწილის ყურება ტელევიზორიდან ან ტრიბუნებიდან მოუწია.

ამ ზაფხულს იგი  თავის კლუბს დაუბრუნდა, თუმცა კვლავ ოლივერ ჟირუ და ალვარო მორატა დახვდა, ამიტომაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

მიჩის  "ვალენსიაში" კარი გაუღეს და 24 წლის ბელგიელიც უმალვე დათანხმდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით