ოფიციალურად: ანდრე სილვა "სევილიას" ფეხბურთელია

12-08-2018, 18:25

იტალიური "მილანის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ანდრე სილვა ანდალუსიის "სევილიას" შეუერთდა.

"დალაქებმა" პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატეს. გარდა ამისა, ესპანელებს მოთამაშის გამოსყიდვის უფლება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ მომავალი სეზონის შემდგომ 38 მილიონ ევროს გადაიხდიან.

სევილიელებისთვის ეს რიგით მეშვიდე შენაძენია მიმდინარე ზაფხულში.

შეგახსენებთ, რომ ანდრე სილვა "მილანში" 2017 წელს გადაბარგდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ჯამში სულ 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით