ვინიციუსი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

13-08-2018, 10:07

ვინიციუსის "რეალში" გადასვლის შემდგომ ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რა ნომრით ითამაშებს ბრაზილიელი თავდამსხმელი ახალ გუნდში.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში გაატარებს. გარდა ამისა, იგი 16-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

დღეს "თეთრების" მარცხენა მცველმა, მარსელო ვიეირამ "ინსტაგრამში" გასახდელის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იმ სკამზე, სადაც ვინიციუსი 16 ნომრიანი სკამთან ზის, რომელსაც ზემოთ მისი გვარი აწერია.

შესაბამისად, "სამეფო კლუბის" 7-ნომრიანი მაისური კვლავ თავისუფალია. ესპანეთში კი ვარაუდობენ, რომ ხსენებულ ნომერს ედენ აზარისთვის ინახავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით