"ბარსამ" ახალი სეზონი ტიტულის მოგებით დაიწყო

13-08-2018, 15:42

"ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა. "ბლაუგრანა" სევილიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა (2:1). 

აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის წუთებში, ანდალუზიელები დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს, წონასწორობა ჟერარ პიკემ აღადგინა. მეორე ტაიმში გადამწყვეტი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა და ვალვერდეს შეგირდებმა 2018-2019 წლების სეზონის წინ, პირველი ტიტული გაიფორმეს. 

შეგახსენებთ, "ბარსამ" აღნიშნული ჯილდო 13-ჯერ მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით