"პსჟ"-მ 37 მილიონად ტილო კერერის ტრანსფერი შეათანხმა

13-08-2018, 16:29

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "პსჟ"-მ, 37 მილიონის სანაცვლოდ, 21 წლის მცველი, ტილო კერერი შეიძინა, რომელიც "შალკეს" რიგებში ირიცხებოდა.

როგორც ჩანს, "პარკ დე ფრანსის" ბინადრების თავკაცმა, თომას ტუხელმა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესი "დორტმუნდის" თავკაცობის პერიოდიდან გამოიჩინა. 

აღსანიშნავია, რომ კერერი გერმანიის მოქალაქეა. მამა გერმანელი ჰყავს, დედა კი, ბურუნდელი. გასულ წელს, ტილომ "შალკეს" რიგებში 3 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით