"ბარსელონა" მარლონის გერმანიაში გაასხვისებს

14-08-2018, 16:17

"ბარსელონას" მფლობელობაში მყოფი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი, რომელიც გასულ სეზონში ფრანგულ "ნიცაში" იჯარის წესით თამაშობდა, გერმანიის ჩემპიონატში გადაბარგდება.

ესპანური გამოცემა "Sport.es"-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "შალკეს" ხელმძღვანელებს 22 წლის ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე უკვე შეუთანხმდა.

მოსალოდნელია, რომ ყველა ფორმალური დეტალი რამდენიმე დღეში მოგვარდება და მარლონი გერმანიის ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს. მის სანაცვლოდ კი კატალონიური გრანდი 15 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ბრაზილიელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 22 მატჩის ჩაყარება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით