ნზონზი "რომას" ფეხბურთელია

15-08-2018, 10:01

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი, სტივენ ნზონზი "რომას" ფეხბურთელია. "გლადიატორებმა" მსოფლიო ჩემპიონის სანაცვლოდ, 26 მილიონი ევრო გადაიხადეს და 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმეს. 

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ "რომას" რიგებში ჩავირიცხე. ჩემი მიზანი უკეთესის ძიება იყო და ვფიქრობ, რომ ახალი გამოწვევების არ მეშინია", - განაცხადა ნზონზმა. 

შეგახსენებთ, სტივენი წლების განმავლობაში "ბლექბერნსა" და "სტოკ სიტიში" ირიცხებოდა. ბოლოს კი, "სევილიას" რიგებში ასპარეზობდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით