სუბაშიჩმა ნაკრები დატოვა

15-08-2018, 17:24

ხორვატიის ნაკრებისა და "მონაკოს" მეკარე, დანიელ სუბაშიჩი ეროვნული გუნდიდან წავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა. 

"ხორვატიის ნაკრებში საუკეთესო წლები გავატარე. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ, შემიძლია მშვიდად წავიდე, რადგან ჩვენ ისტორია დავწერეთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ ზოგჯერ საჭირო გადაწყვეტილებები საუკეთესო პერიოდში უნდა მივიღოთ", - განაცხადა დანიელმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორვატიის ნაკრები მარიო მანძუკიჩმა დატოვა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით