კახა ჩხეტიანი: "ვულოცავ "კუკესს" გამარჯვებას"

17-08-2018, 11:31

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა "კუკესთან" მატჩი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პლეი-ოფში მაქსიმუმს გაიღებს. 

"ვულოცავ "კუკესს" გამარჯვებას. ფაქტია, რომ მათ ეს დაიმსახურეს. პირველ შეხვედრაში ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და საბოლოოდ, მეტოქეს 1 გოლით ვაჯობეთ. მატჩის დაწყებამდე ავღნიშნე, რომ კუკესი ძლიერი მეტოქე იყო და მძიმე თამაში გველოდა. შეცდომები დავუშვით და ამაზე საქართველოში ვისაუბრებთ. არის მატჩები, როდესაც თამაში გიჭირს, მაგრამ შედეგს მაინც დებ.

დღეს სწორედ მსგავსს სიტუაციაში ვიყავით. ჩვენ ქვეყნები, საქართველო და ალბანეთი ფეხბურთის კუთხით ახლა ვითარდებიან და მე მინდა, ალბანეთსა და საქართველოს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე წარმატება ვუსურვო", – განაცხადა ჩხეტიანმა. 

შეგახსენებთ, რომ რიონისპირელებმა ორი მატჩის ჯამში ალბანელები 5:4 დაამარცხეს. 



კარგი რა კუკესი..სამარცხვინოა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით