ამჯერად ფრე... საქართველომ სლოვაკეთს ვერ ძლია

17-08-2018, 17:32

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა – 0:0 სლოვაკეთთან. ზვიად ჯელაძის გუნდს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ლიეტუვა და 4 ქულა აქვს.

მთავარმა მწვრთნელმა სლოვაკეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ხურცილავა, ოგბაიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ჯინჯოლავა, ტორონჯაძე.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 18 აგვისტოს, მასპინძელ უკრაინასთან ჩაატარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით