ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "ჩელსი" - "პსჟ"

9-03-2016, 17:52

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი, სადაც ლონდონის "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "პსჟ"-ს უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის პარიზში 2-1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ფრანგებმა საკუთარ კარში გოლი მაინც მიიღეს და არც თუ ისე კომფორტული ანგარიშით ჩადიან ლონდონში. იმ მატჩში ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. ტაიმის ბოლოს კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ჯონ ობი მიკელი გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შემოსულმა კავანიმ "პსჟ"-ს დაწინაურება მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2-1. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მარტო ვერატიმ აღნიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გუნდის ფეხბურთელებსაც შეეხო. "როდესაც გუნდში დიეგო კოშტა გყავს, ეს ძალიან კარგია, რადგან მეტოქე ორმაგად სახიფათო ხდება". "იგი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ თამაში მოიგოს. იგი კარგი პიროვნებაა, თუმცა როდესაც ის მოედანზე გამოდის, ტრანსფორმაციას განიცდის". "მე რომ "ჩელსიდან" რომელიმე ფეხბურთელთან შედარება მომიწიოს, აუცილებლად სესკ ფაბრეგასს დაგისახელებთ. იგი ანახებს ხალხს იმას თუ რა არის ფეხბურთი. იგი სუნთქავს ამით და ჩანს თუ რამდენად უყვარს მას ფეხბურთი". ვერატი კმაყოფილია პარიზში ჩატარებული ჩატარებული მატჩით და დიდი იმედი აქვს, რ ომ ორმატჩიანი დაპირისპირება მათ სასარგებლოდ დასრულდება. "ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ კარგი გუნდი ვართ, თუმცა არსებობს რაღაცეები, რისი გაკეთებაც უკეთ უნდა შევძლოთ. "ჩელსის" მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ. ლონდონში ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. თუ ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ, პრობლემები აუცილებლად შეგვექმნება". "გვჭირდება ბურთის კონტროლი, შეტევაში პროდუქტიულობა, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ეს არის თამაშები, რომლემსაც მთელი სეზონის მანძილზე ველოდებით. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა საშინელება იქნება". თავის მხრივ, მატჩის წინ მცირე კომენტარი ვილიანმაც გააკეთა: "ჩვენ ყოველთვის გვთხოვენ "ჩელსიში" ტიტულების მოგებას და ეს ლოგიკურია". "მატჩისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ. იმედი მაქვს, რომ გუს ჰიდინკთან ერთად ტიტულს მოვიპოვებთ. ეს იქნება ძალიან კარგი როგორც გუნდისთვის, ასევე მწვრთნელისთვის და ამის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებს". მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი. პედრომ შესაძლოა გუნდის დახმარება მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები

სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით