სარი: "მორატას გამო არ ვწუხვარ"

18-08-2018, 12:01

ალვარო მორატა, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" გასულ სეზონში "რეალიდან" გადავიდა, ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ძირითადში იყო. "ჩელსიმ" "ჰადერსფილდი" 3:0 დაამარცხა, მაგრამ ესპანელმა გოლის გატანა ვერ შეძლო. სარის ვარაუდით, ეს უნდობლობის ბრალია.

"მორატას გამო არ ვწუხვარ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ალბათ, მას გოლის გატანა სჭირდება, როგორც დანარჩენ ფორვარდებს. "არსენალი" "ჩელსის" ესტუმრება, სარი კი იოლ თამაშს არ ელის. მით უმეტეს, რომ ემერის შეგირდებმა პირველი მატჩი წაააგეს. 

ემერი ძალიან კარგი მწვრთნელია. მან ევროპის ლიგა სამჯერ მოიგო. ასევე, "პსჟ"-სთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატი. ვფიქრობ, "არსენალი" კონკურენციას გაგვიწევს, ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ", - განაცხა სარიმ. 
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიამ სადებიუტო გოლი შეაგდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით