უეფა "პარი სენ-ჟერმენს" სანქციებს უწესებს

18-08-2018, 23:03

შესაძლოა, უეფამ უახლოეს მომავალში ფრანგულ "პსჟს" სერიოზული სანქციები დაუწესოს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკვე დაიწყო გამოძიება პარიზელთა ტრანსფერებზე. პასუხი კი აგვისტოს ბოლოს იქნება.

წყაროს ცნობით, ხსენებული სანქციების გამო "პსჟს" შესაძლოა არაერთი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. მათ შორის გახლავთ ნეიმარ ჯუნიორიც, რომლის დამატებაც მადრიდის "რეალს" სურს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ბრაზილიელი ვინგერი გასულ წელს დაიმატებს 220 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "სამეფო კლუბი" კი მზადაა მის სანაცვლოდ 300 მილიონი ევროც კი გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით