ტურე "ბარსაში" ბრუნდება

19-08-2018, 15:56

"Don Balon"-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ", შესაძლოა, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი, იაია ტურე დაიმატოს. წყაროს ცნობით, 35 წლის აფრიკელის მიმართ ინტერესი "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს გაუჩნდა. 

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გავლენიანი გამოცემა "Goal.com" და ირწმუნება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. შეგახსენებთ, ტურე პეპ გვარდიოლას ფორმაციის "მანჩესტერ სიტის" ვერ მოერგო და ესპანელმა სპეციალისტმა საბოლოოდ, გუნდიდან გაუშვა. 

იაია ტურე "ქალაქელების" რიგებში 2010 წელს ჩაირიცხა და კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა. საგულისხმოა, რომ 2007-2010 წლებში, ტურე "ბარსას" ღირსებას იცავდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით