რატომ დააღო პირი შევჩენკომ კალაძის "მილანში" გადასვლის შემდეგ

19-08-2018, 23:04

"მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა კახა კალაძის გადაბირების შესახებ ისაუბრა.

"კალაძეს წელიწად-ნახევარი ვაკვირდებოდით. ასეთი დონის კლუბში უცებ ვერავინ ხვდება. მოთამაშემ არასოდეს იცის, მას რომ აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ იგებს, როცა საქმე კონტრაქტის ხელმოწერაზე მიდის. "თანამეგობრობის თასის" შემდეგ კიევში კახას წამოსაყვანად ჩავედი.მოგვიანებით გავიგე, რომ  თურმე, ნახევარი საათის შემდეგ იმავე მიზნით "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი რუმენიგე გამოემგზავრა იგივე საქმისთვის".

"მიხარია, რომ გამიმართლა და დავასწარი. კალაძის "მილანში" გადაყვანის შესახებ არავინ იცოდა. ყველაზე საინტერესო შევჩენკოს რეაქცია იყო, როცა ჩემთან მოსულმა კახა პირველად დაინახა. გაუკვირდა, მოდის ჩვენებაზე ჩამოსული ეგონა, თუმცა ქართველმა უთრა, რომ იმ  დღეიდან ისიც "მილანში"  იტამაშებდა და ანდრეიმ პირი დააღო. თან გაუხარდა, თან - ეწყინა და შემომხედა - მეგობარი მეგონე, მაგრამ აღარ მენდობიო? ავუხსენი, რომ სამედიცინო შემოწმების გავლამდე ტრანსფერის შესახებ არავის არაფერი უნდა სცოდნოდა", - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

ასე და ამგვარად შესაძლოა კახაბერი "ბაიერნში" გვეხილა, თუმცა  გერმანელებს იტალიელებმა დაასწრეს და მისი ბედი მთლიანად შეიცვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიამ სადებიუტო გოლი შეაგდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით