ანჩელოტი: "იმედი მაქვს, მილიკი შევჩენკოსავით კარგი თავდამსხმელი იქნება"

19-08-2018, 23:51

რომის "ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "DAZN"-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მომავალ კვირას, "მილანთან" დაპირისპირებაზე.

"ნაპოლის" მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა იყო და გამარჯვებით მოხარული ვარ. ჩვენთვის იდეალური შეხვედრა არ იყო, თუმცა გაუმჯობესებისთვის დიდი დრო გვაქვს. "ოლიმპიკოზე" დაბრუნება შესანიშნავი გრძნობაა."

"მილიკი თუ შევჩენკო? ამჟამად მილიკი უკეთესია, რადგან შევა უკვე ასაკშია. არკადიუშს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ იმდენად კარგი თავდამსხმელი იქნება, როგორიც შევჩენკო იყო."

"სერია ა შესანიშნავი ჩემპიონატია, "ნაპოლის" მწვრთნელობა კი დიდი პატივი. "მილანი"? ბედნიერი ვარ, რომ მომავალ კვირას მათთან შეხვედრა გვიწევს. რინოსთან და მალდინისთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველი. ისინი ჩემი ისტორიის განუყოფელი ნაწილები არიან" - განაცხადა ანჩელოტიმ.a



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით