"ბორჯომმა" 2-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა

20-08-2018, 10:47

როგორც იცით, 14 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ "ბორჯომის" ქართველი ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ბორჯომული კლუბის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ფეხბურთელის სახელის უკვდავსაყოფად მისი 2-ნომრიანი მაისური გაეუქმებინათ.

"საფეხბურთო კლუბმა "ბორჯომი" გულშემატკივრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად, აღარ გამოიყენოს ორი ნომერი მაისური. სწორედ აღნიშნული ნომრით თამაშობდა თედო კლუბში.

"ბორჯომის" ისტორიაში სამუდამოდ დარჩება თედოს სახელი, გაუქმებული მაისურის ნომერი კი მუდმივად შეგვახსენებს არაჩვეულებრივი მეგობრისა და ფეხბურთელის ხსოვნას", - წერია კლუბის განცხადებაში.

კაკულია სხვადასხვა დროს გორის "დილას", ფოთის "კოლხეთის", რუსთავის "მეტალურგისა" და თბილისის "დინამოში" გამოდიოდა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით