მესის გარეშე! უეფამ წლის საუკეთესო სამეული დაასახელა

20-08-2018, 16:58

უეფას ოფიციალურმა საიტმა გასული სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ნომინირებულ მოთამაშეებს შორის ორი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახლავთ. ესენი არიან კრისტიანო რონალდო და ლუკა მოდრიჩი. ტიტულის მოსაპოვებლად კი მათ მერსისაიდული "ლივერპულის" ლიდერი, მუჰამედ სალაჰი შეეცილება.

ზემოხსენებულ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოს უეფა 30 აგვისტოს დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ უეფამ აღნიშნული ჯილდო 2011 წელს დააარსა და მხოლოდ კრისტიანო რონალდომ მოახერხა ყველა სეზონში საუკეთესო 3-ეულში მოხვედრა. რაც შეეხება ლეო მესის, ეს რიგით მესამე შემთხვევაა, როდესაც იგი საუკეთესო კანდიდატთა შორის არ გახლავთ.



  • rename
  • 20 აგვისტო 2018 20:16
რონალდუ, მოდრიჩი , გრიზმანი ან მბამპე. ასეთი სამეული დავწერე ამ საიტზე, ივლისის თვეში. არც ფიფას სამეულში მოხვდება მესი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით