"პსჟ" რაკიტიჩის შეძენას ცდილობს

20-08-2018, 17:05

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგული "პსჟ" აქტიურად არის დაინტერესებული ივან რაკიტიჩის დამატებით.

წყაროს ცნობით, პარიზელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ხორვატ ფეხბურთელთან. გუნდი მზადაა რაკიტიჩის გამოსასყიდი თანხა, 125 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ცნობილია, 30 წლის ნახევარმცველის დამატება "პსჟს" გარდა ასევე კიდევ ერთ ფრანგულ კლუბს, "მონაკოსაც" სურს.

შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩი "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მან გასულ სეზონში გუნდში ყველაზე მეტი დრო დაჰყო მინდორზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით